საგადასახადო დავების წარმოება

თქვენი ინტერესების სანდო დამცველი საგადასახადო ორგანოებთან.
ჩვენ ვუზრუნველვყოფთ თქვენი პოზიციის მყარ არგუმენტაციას და სამართლიანი შედეგის მიღწევას.

სერვისის შესახებ

საგადასახადო ორგანოებთან უთანხმოება ბიზნესისთვის ხშირად რთული პროცესია. ჩვენ გთავაზობთ თქვენი ინტერესების პროფესიონალურ დაცვას საგადასახადო დავების ყველა ეტაპზე, რათა თავიდან აირიდოთ გაუმართლებელი ფინანსური დანაკარგები.

ჩვენი სერვისი მოიცავს:

  • საგადასახადო შემოწმების აქტების, მიღებული გადაწყვეტილებებისა და დაკისრებული სანქციების სიღრმისეულ სამართლებრივ-ფინანსურ ანალიზს;

  • მკაფიოდ დასაბუთებული, არგუმენტირებული საჩივრებისა და განმარტებების მომზადებას;

  • თქვენი კომპანიის ინტერესების სრულფასოვან წარმოდგენას შემოსავლების სამსახურთან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში;

  • დავის მიმდინარეობისას ფინანსური რისკების ეფექტურ მართვასა და მინიმიზაციას.

ჩვენი გუნდი აერთიანებს როგორც საგადასახადო, ისე ფინანსურ ექსპერტიზას. ეს გვაძლევს საშუალებას, საგადასახადო შემოწმებების, ჯარიმებისა თუ დავალიანებების გასაჩივრებისას შევიმუშაოთ ზუსტი სტრატეგია, წარვადგინოთ მყარი არგუმენტები და მივაღწიოთ კლიენტისთვის საუკეთესო, სამართლიან შედეგს.