საგადასახადო და ფინანსური აუდიტი
სერვისის შესახებ
ზუსტი ინფორმაცია თქვენი ბიზნესის ფინანსური ჯანმრთელობის შესახებ სწორი გადაწყვეტილებების მიღების საწინდარია. ჩვენ გთავაზობთ საგადასახადო და ფინანსური აუდიტის კომპლექსურ მომსახურებას, რომელიც თქვენს პროცესებს ხდის გამჭვირვალეს, უსაფრთხოს და კანონმდებლობასთან სრულად თავსებადს.
აუდიტის პროცესში ჩვენ დეტალურად ვსწავლობთ და ვაანალიზებთ:
სამეურნეო ოპერაციების სიზუსტესა და მიზანშეწონილობას;
ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის სისწორეს;
საგადასახადო დეკლარაციებს, დარიცხვებისა და გადახდების კანონიერებას;
ფინანსური ანგარიშგებების რეალურ სურათს;
არსებულ ან პოტენციურ ფინანსურ რისკებსა და შეუსაბამობებს.
ჩვენი კვალიფიციური გუნდი ხელმძღვანელობს როგორც ადგილობრივი კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო პროფესიული აუდიტორული სტანდარტებით. შედეგად, თქვენ იღებთ არა მხოლოდ ხარვეზების ჩამონათვალს, არამედ ობიექტურ, დასაბუთებულ და პრაქტიკულ რეკომენდაციებს მათ გამოსასწორებლად. პროფესიონალურად ჩატარებული აუდიტი ზრდის ინვესტორებისა და პარტნიორების ნდობას და ქმნის მყარ საფუძველს თქვენი ბიზნესის გრძელვადიანი სტაბილურობისთვის.